კორონავირუსით საქართველოში 24 ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1073-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 907-ს შეადგენს. 

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5692 მოქალაქე იმყოფება.


| Print |
FaceBook Twitter Google