საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი დაინფიცირდა
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად  კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1085-ს შეადგენს.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-სა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუკზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 4 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 911.
| Print |
FaceBook Twitter Google