დედოფლისწყაროში ორ მოზარდს ეძებენ
დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის მოზარდებს ეძებენ. ბავშვები მეზობლები არიან,  სახლიდან გუშინ გავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან.

ერთ- ერთი მოზარდის მამის ინფორმაციით, ისინი თბილისში წასვლას აპირებდნენ, თუმცა ადგილზე არ ჩასულან.

-"მეზობლის ბიჭს უთქვამს, თბილისში, ბიძაჩემთან მივდივარ  და შენც გამომყევიო.ჩემმა შვილმა, თბილისი არ იცის, აზრზე არ არის. გუშინდელს შემდეგ ვეძებთ და ვერ ვპოულობთ. გავარკვიეთ, რომ თბილისშიარ ჩასულან, " - განაცხადა მამამ.

მისივე ინფორმაციით,მოზარდების გაუჩინარების შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინეს.
| Print |
FaceBook Twitter Google