მოსახლეობის 17% ფიქრობს, რომ კორონავირუსის დაბალი გავრცელება გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა - NDI
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს გამოქვეყნა 2020 წლის ივნისის კვლევის შედეგები: საზოგადოების განწყობა საქართველოში. დოკუმენტის თანახმად, გამოკითხულთა 17% ფიქრობს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შედარებით დაბალი მაჩვენებლი ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა , მოქალაქეების 73 % ფიქრობს, რომ ეს მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია.

კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით, ან არ ეთანხმებით მოსაზრებას: რწმენა იცავს ჩემი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისაგან: 53-მა პროცენტმა უპასუხა, რომ ეთანხმება, 38 % არ ეთანხმება, ხოლო 9 %-მა ამ მოსაზრებას პასუხი ვერ გასცა.

საინფორმაციის წყაროების სანდოობის კუთხით, მონაცმები ასეა გადანაწილებული:

მოსახლეობის 90% ენდობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს; 85% - საქართველოს ხელისუფლებას; 73% - ჟურნალისტებს/მედიას; 66% - ადგილობრივ ხელისუფლებას; 61% - რელიგიურ ლიდერს/ეკლესიას.

NDI-ს განცხადებით, ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა.

ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 2%

კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
| Print |
FaceBook Twitter Google