სროლა პანკისში - მურად ქავთარაშვილის სახლი დაცხრილეს
სროლა იყო წუხელ ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში
დაუდგენელმა პირებმა, 2019 წლის ნოემბერში, ორ გვარს შორის, სოფელ საკობიანოსთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლი, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს.

ოჯახში რამდენიმე წევრი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ქავთარაშვილების სახლში სამართალდამცველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ მურად ქავთარაშვილი 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან, გვარებს შორის სისხლიანი შეტაკების საქმესთან დაკავშირებული პირია.

მაშინდელ დაპირისპირებას 37 წლის ვისო მუთოშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავად ქავთარაშვილი კი, ფეხში დაიჭრა.

მომხდარ ფაქტზე ორი პირია დაკავებული და სასამართლო პროცესები დღემდე გრძელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google