საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 5-ს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 1168 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 940-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 6596 ადამიანი.


| Print |
FaceBook Twitter Google