დედოფლისწყაროში დაკეტილ ბინაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ქალაქ დედოფლისწყაროში, ერთ–ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში 77 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მას შემდეგ,რაც მამაკაცი აღარ გამოჩნდა, მეზობლებმა დასახმარებლად საპატრულო პოლიციას მიმართეს. 

დაკეტილი კარი სამაშველო სამსახურმა გახსნა და მამაკაცის გვამი აღმოაჩინა. გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, ოჯახის სხვა წევრები დასასვენებლად არიან წასულები, მამაკაცი კი სახლში მარტო იმყოფებოდა.

მომხდარ, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულმა სამმართბელომ  გამოძიება დაიწყო.
| Print |
FaceBook Twitter Google