სოფელ კოღოთოში საქონლის დახოცვის მიზეზი რანდენიმე დღეში გახდება ცნობილი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში იმყოფებოდნენ,სადაც საქონელი იხოცება. ამის შესახებ speqtri.ge-   სააგენტოში განუცხადეს. "აღინიშნა ექვსი სული პირუტყვის დაცემა. ჩვენმა ვეტერინარებმა აიღეს პათოლოგიური მასალა დიაგნოსტირებისთვის, კვლევის შედეგი რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. დაცემული პირუტყვი ვეტერინარული წესების დაცვით განადგურდება. სააგენტოს მიერ ჩატარებული ვაქცინაციების და სხვა მანიპულაციების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან პირუტყვის საშიშიი ინფექციური დაავადება არ დაფიქსირებულა," - განაცხადეს სააგენტოში.
| Print |
FaceBook Twitter Google