თელავში წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის ჯილდო დაწესდება
თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის ფულადი ჯილდო დაწესდება.
საკრებულომ მხარი დაუჭირა თელავის მუნიციპალიტეტის იმ წარმატებული სპორტსმენების, სპორტული კლუბების წევრების და მათი მწვრთნელების ფინანსურად წახალისებას, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიურ თამაშებში, ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში იასპარეზებენ და მაღალ სპორტულ შედეგებს აჩვენებენ.

დადგენილების პროექტის ინიციატორი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილია. 

„ჩემი ინიციატივა ითვალისწინებს თელავის მუნიციპალიტეტის იმ წარმატებული სპორტსმენებისა, სპორტული კლუბების წევრების და მათი მწვრთნელების ფინანსურად წახალისებას, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიურ თამაშებში, ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში იასპარეზებენ და მაღალ სპორტული შედეგებს აჩვენებენ. ახალგაზრდებს ექნებათ მოტივაცია, რომ ჩაერთონ სპორტულ ცხოვრებაში“, - განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის ფულადი ჯილდოს დაწესება 2021 წლიდან არის გათვალისწინებული.
| Print |
FaceBook Twitter Google