კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  სულ 1171 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მთლიანობაში 947- ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 6588 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 323 პირი იმყოფება.
| Print |
FaceBook Twitter Google