საგარეჯოს დეპუტატი პარლამენტში 2019 წელს სიტყვით არ გამოსულა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, გასული წლის, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 21 დეპუტატს ერთხელაც კი არ უსარგებლია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, დეპუტატების უმრავლესობა, რომლებსაც საპარლამენტო ტრიბუნა ერთხელაც არ გამოუყენებია, „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები არიან, მათ შორისაა საგარეჯოს მაჟორიტარი რომან მუჩიაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციამ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შეაფასა, ანგარიში კი დღეს წარმოადგინა.


| Print |
FaceBook Twitter Google