ყვარლის იუსტიციის სახლში წინასწარი დაჯავშნის სისტემა გაუქმდა
დღეიდან 7 იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრში და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება.
მოქალაქეებს დღეიდან დაჯავშნის გარეშე  კახეთის რეგიონში ყვარლის იუსტიციის სახლი მოემსახურება. დაჯავშნის სისტემა გაუქმდა აგრეთვე ყაზბეგის, ბორჯომის, ხონის, თიანეთის, მარტვილისა და ონის ფილიალებში. ასევე საზოგადოებრივი ცენტრები ლენტეხში, ამბროლაურში, ვალეში, ადიგენში, შუახევში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ხარაგაულსა და სხვა დასახლებებში, ასევე მთელი რიგი ტერიტორიული სამსახურები, სადაც, ეპიდემიამდე, ყოველ თვე მომხმარებელთა ნაკადი საშუალოდ 600-ს არ აღემატებოდა. 

რაც შეეხება ფილიალებს, სადაც მომხმარებელთა ნაკადი საკმაოდ მაღალია, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის მიზნით, მომსახურება კვლავ წინასწარი დაჯავშნის სისტემით გრძელდება.

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღების მსურველ პირს შენობაში შესვლა და მომსახურებით სარგებლობა მისთვის სასურველ დღესა და დროს შეუძლია, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის.


| Print |
FaceBook Twitter Google