სოფელ ნანიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,არსებოდა საფრთხე, რომ ცეცხლი სხვა სახლზეც გავრცელებულიყო,თუმცა მეხანძრეებმა ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდირება დროულად შეძლეს. ადგილზე ექვსი ბრიგადა მუშაობდა,ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
| Print |
FaceBook Twitter Google