ვეჯინში დაინფიცირებული მამაკაცის დას კორონავირუსი დაუდასტურდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრები, კორონავირუსით ინფიცირებული 27 წლის მამაკაცის დასაც ვირუსი აღმოაჩნდა.
აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს.

ამ წუთებში  სოფელ ვეჯინში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი მუშაობს.

შეგახსენებთ,რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომელს, 27 წლის მამაკაცს, კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. 

მისი დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.
| Print |
FaceBook Twitter Google