საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ფულადი გზავნილები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.3 მლნ აშშ დოლარით ანუ 4.9%-ით შემცირდა და 662.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, წმინდა ფულადი გზავნილები გაიზარდა იტალიიდან, აშშ-დან და საბერძნეთიდან, შემცირდა რუსეთიდან და ისრაელიდან.

იტალიიდან გაიზარდა 14.5%-ით (15.9 მლნ აშშ დოლარით და 126.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა);
აშშ-დან გაიზარდა 3.3%-ით (2.7 მლნ აშშ დოლარით და 86.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა);
საბერძნეთიდან გაიზატდა 3.5%-ით (3.1 მლნ აშშ დოლარით და 92.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა).

ხოლო რუსეთიდან შემცირდა 31.5%-ით (50.9 მლნ აშშ დოლარით და 110.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა),
რაც შეეხება ისრაელს, შემცირდა 9.1%-ით (7 მლნ აშშ დოლარით და 69.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა).
| Print |
FaceBook Twitter Google