სოფელ ვანთიდან დაკარგული კაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთიდან დაკარგული მამაკაცი, სოფელ აკურაში ღვინის ქარხნის მიმდებარე ტყეში ერთ-ერთმა მოქალაქემ გარდაცვლილი იპოვა.
70 წლის მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო სამაშველო ჯგუფები, კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო - დახმარების ბრიგადა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სხვა დროსაც, რამდენჯერმე დაიკარგა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
| Print |
FaceBook Twitter Google