სიღნაღში წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყევტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სისტემების მშენებლობას იწყებს.
პროექტი ითვალისწინებს სოფლების - ტიბაანის, ანაგის, ბოდბისხევის, ქვემო ბოდბის, საქობოს, ვაქირის, ჯუგაანისა და ქვემო მაღაროს უწყვეტ წყალმომარაგებას.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორნაციით, მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული შპს „გზა" უახლოეს დღეებში დაიწყებს. კონტრაქტორმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 26 თვეში უნდა დაასრულოს. სოფლების წყლის სისტემის მოწყობისთვის საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 27 მილიონი ლარია გათვალისიწინებული.

სამუშაოების ფარგლებში გათვალისიწნებულია ახალი გამანაწილებელი ქსელის და ჭაბურღილების მოწყობა, ასევე აშენდება ახალი რეზერვუარები და საქლორატორო.

სამუშაოების დასრულების შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
| Print |
FaceBook Twitter Google