"ლელომ" კახეთში დეპუტატობის კანდიდატად სამხედრო მფრინავი ქალი წარადგინა
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
მაჟორიტარების წარდგენა მცხეთაში გაიმართა. პარტიამ  კახეთის რეგიონში კანდიდატი მხოლოდ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი- დედოფლისწყაროს ოლქში დაასახელა. ამ ოლქში კენჭს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამხედრო მფრინავი ქალი, საგარეჯოს მკვიდრი ეკა ქვლივიძე იყრის. ის თითქმის 12 წელიწადი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ბოლო დროს აქტიურად მოღვაწეობს სამოქალაქო ავიაციაში და ჩართულია მომავალი ავიატორების საგანმანათლებლო საქმიანობასა და აღზრდაში.
| Print |
FaceBook Twitter Google