ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლამდე გადავადდა
ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება და საურავების დარიცხვა  2021 წლის მარტამდე გადავადდა- ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
მან ფინანსთა სამინისტროს დაავალა, რომ ავტოიმპორტიორებისთვის ერთხელ უკვე გადავადებული განბაჟება, მეორედ გადაავადოს და ამჯერად უკვე 2021 წლის მარტამდე.

მისი თქმით, ეს შეეხება დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს და დაახლოებით 30 მილიონი ლარის შეღავათია საგადასახადო კუთხით.


| Print |
FaceBook Twitter Google