სოფელ პატარა გორში სტიქიამ ხიდი და ახლადდაგებული გზა დააზიანა
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გორში. მოვარდნილმა წყალმა  ხიდი და ახლადდაგებული გზის ნაწილი დააზიანა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხიდი ერთი თვის წინ აშენდა, რისთვისაც მდინარეს კალაპორტი შეუცვალეს. წყალი სანიაღვრე არხებმაც ვერ გაატარა და 20-მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაეტბორა,  განადგურდა ერთწლიანი კულტურებიც.
| Print |
FaceBook Twitter Google