დღეს მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება
გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას იწყებს. დღეს, 18 აგვისტოს, 15:00 საათზე საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკისა და დაწყებითი საფეხურის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება.
შედეგების ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.
შედეგების გაგებას მასწავლებლობის მსურველები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება სააპელაციო განაცხადების მიღება.

| Print |
FaceBook Twitter Google