სტიქიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა
სტიქიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით, დასეტყვილია ქალაქი საგარეჯო, პატარძეული, გიორგიწმიმდა, ნინოწმინდა და წყაროსთავი. "სეტყვამ ქალაქზე გადაიარა ძირითადად, მინდვრებში არ ყოფილა. კიდევ ვაზუსტებთ ინფორმაციას. რა ზარალი მიადგა მოსახლეობას,ამას კომისია დაითვლის," -განუცხადა speqtri.ge-ს საგარეჯოს მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა.                                            სტიქიის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის სადენი, რის გამოც, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ქალაქი საგარეჯო და რამდენიმე სოფელი.
ამ დროისთვის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს ერთ საათში აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google