ამომრჩეველთა ხმების დასაცავად ოპოზიციურმა პარტიებმა დეკლარაცია გააფორმეს
არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების დასაცავად ოპოზიციურ პარტიებს შორის დეკლარაცია გაფორმდა. დეკლარაციის ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულად იმუშავებენ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთის კონკურენტი კანდიდატები ეყოლებათ.

„პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება. ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას. ქვეყნის შიგნით, საარჩევნო პროცესისადმი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერასა და ხმების დაცვის მიზნით კოორდინაციასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით, რომ ერთობლივად, შეთანხმებულად ვიმუშავებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები“, - ნათქვამია დეკლარაციაში.


| Print |
FaceBook Twitter Google