რა შემთხვევაში შეუძლია პედაგოგს გაკვეთილზე პირბადის მოხსნა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების თანახმად, სკოლებში მოსწავლეების გარდა, ნებისმიერ პირს ვალდებულია პირბადე ეკეთოს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სპეციალურ დოკუმენტში არის წინადადება, სადაც გარკვევით წერია, რომ გაკვეთილზე მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეებთან 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.
სხვა შემთხვევაში სკოლაში მომუშავე ნებისმიერი პირი ვალდებულია ატაროს ნიღაბი იქნება ეს სამასწავლებლო, დერეფანი თუ სხვა საერთო სარგებლობის სივრცე.
„სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში“, – ნათქვამია რეკომენდაციაში.

დოკუმენტში ასევე საუბარია წესებზე, რაც მასწავლებელმა ერთი საკლასო ოთახიდან, მეორეში გადასვლის დროს უნდა შეასრულოს, ასევე სასწავლო რესურსების და თვალსაჩინოებების გამოყენების შესახებ.
„გაკვეთილის ჩასატარებლად ერთი საკლასო ოთახიდან მეორეში შესვლისას ჩაიტარეთ ხელის ჰიგიენა… სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, ამოღებული უნდა იქნეს ხმარებიდან, მაგალითად, ქსოვილისგან დამზადებული თვალსაჩინოებები. მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ჯგუფში მრვალჯერადად გამოსაყენებელი ნივთების ხმარებისგან, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიუთითოს, რომ ხელები დაიბანონ ან დაიმუშაონ მათ გამოყენებამდე და შემდგომ“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაში.

| Print |
FaceBook Twitter Google