სიღნაღში ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ალაზანის“ ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600 000 ლარი გრანტია.

სამაცივრე მეურნეობაში 1100 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.

კოოპერაციულ საწარმოში 15 ადგილობრივი დასაქმდა.


| Print |
FaceBook Twitter Google