გურჯაანში შუქნიშნების ფუნქციონირება 2 დღეში აღდგება
უკვე რამდენიმე დღეა, ქალაქ გურჯაანში, თავისუფლებისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე განთავსებული შუქნიშნები გათიშულია. როგორც მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტერუტისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი, კოტე ბერიძიშვილი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, შუქნიშნები ძლიერი წვიმების შემდეგ გაითიშა.

„არ ვიცი, რა მოხდა, იქ დენიც გამოირთო, ეტყობა ცვალებადი დენი იყო. კომპანიას უკვე ეცნობა და სავარაუდოდ დღეს გამოგზავნიან ბრიგადას და შეაკეთებენ. მანდ კიდევ დასამონტაჟებელია ტაიმერები, რომლებიც იდგა, მაგრამ ხარისხი არ მოგვეწონა და უკან გავატანეთ. ახალი შეკვეთილია, როგორც გვეუბნებიან, სავარაუდოდ 10 დღეში ჩამოუვათ და დააყენებენ. რაც შეეხება ანაზღაურებას, ჯერ კომპანიისთვის ტენდერის თანხა არ ჩაგვირიცხია, იმიტომ, რომ ვთვლით, სრულად არ არის დამთავრებული სამუშაოები. მანამდე არ ჩავრიცხავთ, სანამ სრულად არ გაიმართება შუქნიშნები და სანამ სრულად არ დაიწყებს ფუნქციონირებას.“


კოტე ბერიძიშვილის თქმით, შუქნიშნების ფუნქციონირება სავარაუდოდ, ორ დღეში აღდგება. სამუშაოებს კომპანია გზაჯვარედინი ასრულებს, რომელსაც მოვლაპატრონობაზე ორწლიანი ვალდებულება აქვს.

| Print |
FaceBook Twitter Google