stopcov.ge -ს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი
ადამიანი გარდაიცვალა. მე-19 პაციენტის გარდაცვალების შესახებ
ინფორმაცია დღეს, 25 აგვისტოს გამოქვეყნდა.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი
1 429-ს შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1150, კარანტინის
რეჟიმში იმყოფება - 6018 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ
კი - 249. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს-
41მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები