ცესკოში პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია დასრულდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაცია დასრულდა. 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა რეგისტრაცია.
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა 68 პოლიტიკურმა პარტიამ, ხოლო კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ოთხმა პარტიამ. მათგან 13 პარტიას ეთქვა უარი რეგისტრაციაზე.

ცესკოს განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, კიდევ გარკვეულ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, საარჩევნო რეგისტრაციისთვის მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.


| Print |
FaceBook Twitter Google