საბანკო დავალიანების მქონე პირებს სოციალური დახმარება არ ჩამოეჭრებათ
საბანკო დავალიანების მქონე პირებს 200 ლარიანი სოციალური დახმარება არ ჩამოეჭრებათ- ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების გასაცემად რეგისტრაცია სპეციალურ პორტალზე 15 აგვისტოდან დაიწყო, თანხა კი პირველი სექტემბრიდან გაიცემა.  ამ დროისთვის, ერთჯერადი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილ სპეციალურ პორტალზე 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელია რეგისტრირებული.

| Print |
FaceBook Twitter Google