დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა
მამა გაბრიელი ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.

მამა, ვასილ ურგებაძე, მამუკინის (ნავთლუღის) სოფლის საბჭოს თავმჯდომარე და, ამავე დროს, „შინსახკომის“ წარმომადგენელი იყო. მცირეწლოვან გოდერძის მამა ადრევე გარდაცვლილა, ის 1931 წლის შეთქმულებას შეეწირა.
გოდერძიმ დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. ის მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, ახერხებდა ეკლესიაში სიარულს, სწორედ იქ შეისწავლა ხუცური. 1951-1955 წლებში, სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია. ხელისუფლება რამდენიმეჯერ შეეცადა, დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე). 1954 წელს, გოდერძიმ თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955 წელს, ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიაში მოხდა მისი დიაკვნად კურთხევა, 1955 წლის 23 თებერვალს კი მოწამეთას მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით, წმინდა გაბრიელ ათონელის საპატივცემულოდ, გაბრიელი ეწოდა. იმავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა. 1956 წელს, მღვდელ-მონაზონი გაბრიელი, ავადმყოფობის გამო, ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას. ამავე წლის მაისში ინიშნება წმინდა ნინოს (დასაზუსტებელია) ეკლესიაში მთავარ დიაკვნად.

სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.

| Print |
FaceBook Twitter Google