კარდენახში „სესიაანთ“ უბნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ კარდენახში, ე.წ. სესიაანთ უბნის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში ხდება გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, მოეწყობა სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება, რომლის საერთო ღირებულებაც 348 842 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს.

| Print |
FaceBook Twitter Google