წინანდალში მოყვარულ ჩოგბურთელთა ტურნირი ჩატარდა
წინანდალში, სასტუმრო ,,რედისონ ქოლექშენში,, მოყვარულ ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი ,,წინანდლის თასი,, ჩატარდა.

ტურნირი წელს პირველად გაიმართა და მასში 32 მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობდა. ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.



| Print |
FaceBook Twitter Google