ვაჩნაძიანში სპორტული მოედანი გაკეთდა
სოფელ ვაჩნაძიანში მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ახალი  მოედანი, სოფლის ცენტრში, ყოფილი კულტურის სახლის ტერიტორიაზე მოეწყო, რაზეც 60 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს "საფეხბურთო კლუბი ერთობა" შეასრულა. ამ დროისთვის სპორტული მოედნის მოწყობა, ასევე დასრულებულია სოფელ ველისციხეში.

გასულ წელს კი მინი-სპორტული მოედნები მოეწყო სოფლებში: ვაზისუბანში, მუკუზანში, ჩუმლაყში, კარდენახსა და ქალაქ გურჯაანში.


| Print |
FaceBook Twitter Google