კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ დღეიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 24-საათიან რეჟიმში 50-მდე სამაუწყებლო არხს დააკვირდება. უწყების ცნობით, მედიამონიტორინგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

„მონიტორინგის პროცესში 30-მდე მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება. მონიტორინგს დაექვემდებარება ყველა საერთო მაუწყებელი, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, ასევე, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთებიც.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მედიამონიტორინგი კენჭისყრის დღის ჩათვლით განხორციელდება. კომუნიკაციების კომისია მონიტორინგის ანგარიშებს პერიოდულად გამოაქვეყნებს, რომლის ფარგლებშიც, საზოგადოებას რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებსაც წარუდგენს.
| Print |
FaceBook Twitter Google