კაბლის ხევზე დამცავი გაბიონი მოეწყობა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბლის ხევზე, რომელიც მოსახლეობას სტიქიური მოვლენების დროს საფრთხეს უქმნის, დამცავი გაბიონი აშენდება.
მერიამ ტენდერი 21 აგვისტოს გამოაცხადა, წინადადებების მიღების ვადა უკვე ამოიწურა და ახლა შერჩევა-შეფასების ეტაპი მიმდინარეობს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 391 362 ლარია. 


ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია მდინარე კაბლის მარცხენა ნაპირზე, დაახლოებით 300 მეტრ ნაპირსამაგრ გაბიონს მოაწყობს. მისივე თქმით, განხორციელებული სამუშაოების შედეგად თავიდან იქნება აცილებული უამინდობის დროს სოფლის დატბორვის რისკები.

მდინარე კაბლის დიდი ნაწილი ინერტული მასალით უკვე შეივსო. 


| Print |
FaceBook Twitter Google