შსს-მ ყვარლის იზოლატორში ექიმის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმი-თერაპევტის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად, 2016 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების გახსნა დაიწყო.

შსს-ს ცნობით, ამჟამად ქვეყანაში მოქმედი 30 იზოლატორიდან სამედიცინო პერსონალი უკვე დასაქმებულია 24 იზოლატორში, სადაც დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და დოკუმენტირება სტამბოლის პროტოკოლის სტანდარტების მიხედვით ხდება.

| Print |
FaceBook Twitter Google