გადაცდომების შემთხვევაში დაიხურება სკოლა, გაიცემა დამატებითი რეკომენდაციები- ეკატერინე ტიკარაძე
ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციები სკოლების, მასწავლებლების, მოსწავლეების ან მშობლებისადმი, მაგრამ გადაცდომების შემთხვევაში, მყისიერი რეაგირება გვექნება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.


როგორც მინისტრმა განმარტა, საჭიროების შემთხვევაში, დაიხურება სკოლა და ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება, გაიცემა დამატებითი რეკომენდაციები, ჩატარდება დამატებითი ტრენინგები და შემდეგ მიეცემათ უკვე სწავლის განახლების საშუალება.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველამ აიმაღლოს პასუხისმგებლობა და დაიცვას რეკომენდაციები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ასაცილებლად.
„ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ჩვენ ავიმაღლოთ საკუთარი პასუხისმგებლობა და რეკომენდაციებიც აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სწორად ვითანამშრომლოთ და ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპისთვის ეს ყველაფერი არის სარეკომენდაციო ხასიათის, ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება სკოლებზე, მასწავლებლებზე, მოსწავლეებსა და მშობლებზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა გარკვეული გადაცდომები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, რათა გვქონდეს საუკეთესო გამოსავალი და ჩვენი ბავშვები უსაფრთხო გარემოში აგრძელებდნენ სწავლას“, - განაცხადა მან

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.


| Print |
FaceBook Twitter Google