გურჯაანის საკრებულომ საარჩევნო მასალის გასაკრავი ადგილები განსაზღვრა
გურჯაანის საკრებულომ, რიგგარეშე სესიაზე საარჩევნო კამპანიის, (აგიტაციისთვის) კონკრეტული შენობების და საარჩევნო მასალის გამოსაფენი ადგილები განსაზღვრა.


საკრებულოს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სააგიტაციო მასალის გასაკრავად (გამოსაფენად) განისაღვრა შემდეგი ადგილები:
1. კულტ-სახლების ფასადები და მატი კაპიტალური მესერი;
2. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების კაპიტალური მესერი;
3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა-ნაგებობების კაპიტალური მესერი, გარდა მათი ადმინისტრაციული შენობებისა. აგრეთვე, მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული შენობა-ნაგებობები და მათი კაპიტალური მესერი;
4. სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსებული ღამის განათების ბოძებზე ან სხვა ბოძებზე - სამი მეტრის სიმაღლემდე დაშვებით, მაგრამ ბოძზე დამონტაჟებულ კვანძებთან, სადენებთან და სხვა ელ-მოწყობილობებთან არაუმეტეს ერთი მეტრის სიახლოვისა;
5. ამ განკარგულებით განსაზღვრული ადგილების გარდა სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.

ასევე, საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერს მიეცა უფლება უსასყიდლოდ დაუთმოს N 12 საოლქო საარჩევნო კომისიას, საარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩასატარებლად ადგილობრივი თვითმართველობის საკუთრებაში არსებული შენობა ნაგებობები.

1. გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობა
2. გურჯაანის კულტურის ცენტრი.
3. ველისციხის კულტურის ცენტრი
4. სოფელ ვაჩნაძიანის კულტურის სახლი
5. სოფელ კალაურის კულტურის სახლი.

| Print |
FaceBook Twitter Google