ნუკრიანში მცხოვრებ 21 წლის ახალგაზრდას ჩვენი დახმარება სჭირდება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მცხოვრებ 21 წლის სოსო ბეჟაშვილს, რომელიც 11 აგვისტოს ავარიაში მოჰყვა, საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ავარიის შედეგად ახალგაზრდამ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და ამ დროისთვის ის  უგონო მდგომარეობაში იმყოფება. მას აღენიშნება შემდეგი დაზიანებები:

- ინტრაკრანიალური ტრამვა
-სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა
-დაჟეჟილობის კერები თავის ტვინში
-კისრის მესამე და გულმკერდის პირველი მალის მოტეხილობა.


ვისაც ახალგაზრდა  ბჭის დახმარების სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: საქართველოს ბანკი: GE93BG0000000239861900
თიბისი ბანკი: GE16TB7890945061100088; მიმღები: სალომე კოკოლიშვილი

ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი სწრაფი გადახდის აპარატით პირადი ნომრით (40001036590) ჩარიცხვა.
| Print |
FaceBook Twitter Google