ძირკოკში ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი ჩატარდება
ხვალ 5 სექტემბერს, 17:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში განახლებულ საჭიდაო მოედანზე, ქართულ ჭიდაობაში ტრადიციული გრანდიოზული ტურნირი გაიმართება.

შეჯიბრი 4 წონით კატეგორიაში ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გამოჩენილი ფალავნები მთელი საქართველოდან. გამარჯვებულს ტრადიციულად, ტურნირის მთავარი პრიზი "ჭედილა" და ფულადი ჯილდო გადაეცემა.

| Print |
FaceBook Twitter Google