არჩევნებისთვის ცესკოში 66 პარტია დარეგისტრირდა
საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია დასრულდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია სულ 66-მა პარტიამ გაიარა.

ცესკოს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა. აქედან 12-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი ნაწილი დაასრულა.

პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რომელსაც პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა) და შესაბამისად იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, - პარტია/საარჩევნო ბლოკი თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგენს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატს (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა).

| Print |
FaceBook Twitter Google