2020 წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, კახეთში ხე-ტყის
უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 65 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს მასშტაბით, სხვა რეგიონებთან შედარებით, ეს ყველაზე
მაღალი მაჩვენებელია.
იმერეთში დაფიქსირდა 44 ფაქტი, აჭარაში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 18,
ქვემო-ქართლშიც - 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 17, შიდა ქართლში -
15, გურიაში - 5, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 3, მცხეთა მთიანეთში
- კი 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო
მოპოვებისა და ტრანსპორტირების სულ 207 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის
7 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ჯამში,
ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 487 მ3-მდე ხე-ტყე.“ - აღნიშნულია
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევის 15 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 8 ერთეული დაურეგისტრირებელი
სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია
გადაგზავნილი.
მასალის გამოყენების პირობები