ხვალიდან ქორწილები და ქელეხები ისევ აიკრძალება
სოციალური ღონისძიებები, მათ შორის, იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
მისივე თქმით,  შეზღუდვა შეეხება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებს.

"გვესმის, რომ დისკომფორტი შეიძლება შეექმნათ მათ, ვისაც გარკვეული გეგმები ჰქონდათ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არსებულ მდგომარეობას ვითვალისწინებთ, ხვალიდან ეს სოციალური ღონისძიებები აიკრძალება", — განაცხადა მეზვრიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google