როგორ უნდა გაიგოს ფერმერმა, რომელი ქარხანა იბარებს ყურძენს
კახეთის მუნიციპალიტეტებს შორის, ამ ეტაპზე ყველაზე აქტიურად ყურძნის კრეფა დედოფლისწყაროსა და სიღნაღში მიმდინარეობს.
რეგიონში გადამუშავებულია 13 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი: 8 ათასი ტონა რქაწითელი, 2,4 ათასი ტონა საფერავი, ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 190-მდე კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩაერთო 44 მათგანი.

იმისთვის, რომ ფერმერმა გაიგოს, სად შეუძლია ყურძნის ჩაბარება, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს უნდა მიმართოს ან დარეკოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე - 15 01.


| Print |
FaceBook Twitter Google