ახმეტაში დასეტყვილ ყურძენს ქარხანა 80 თეთრად ჩაიბარებს
სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 20 წუთი გრძელდებოდა, ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძირითადად ვენახები დააზიანა.  წინასწარი ინფორმაციით, დაზიანების ხარისხი 30-დან 40%- მდე მერყეობს. რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას ინფორმაციით,  ახმეტაში სასწრაფოდ გაიხსნება ქარხანა, სადაც სტიქიისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება ხვალ დილიდან მოსახლეობას უპრობლემოდ შეეძლება.
მისი ინფორმაციით, ცნობილია დაზიანებული ყურძნის ჩაბარების ფასი, რომელიც 80 თეთრი იქნება.

“სტიქიის ზონაში ადგილზე ჩავედით და ვითარებას გავეცანით. დაახლოებით 150-დან 20 ჰექტრამდე ვენახები დაისეტყვა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახმეტაში სასწრაფოდ გავხსნათ ქარხანა, სადაც სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება ოპერატიულად მოხდება. “-  აღნიშნა ლევან მეხუზლამ.


| Print |
FaceBook Twitter Google