გურჯაანში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ - ერთ სოფელში. შუა ხნის ქალი გურჯაანის ჯეო- ჰოსპიტალსის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მაღალი ტემპერატურით მოათავსეს.

ქალი ამ დროისთვის  აღნიშნულ საავადმყოფოში იმყოფება და  სპეციალიზირებული რეანომობილით  მისი თბილისში გადაყვანა იგეგმება.

მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ამ თემაზე, 11 :00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში პრესკონფერენცია გაიმართება. დამატებით დეტალებს speqtri.ge მოგვიანებით მოგაწვდით.
| Print |
FaceBook Twitter Google