რომელ პარტიას რა თანხა შესწირეს "ქართული ოცნების" კანდიდატებმა კახეთიდან
ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სწავლობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს – მათ სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულებებს.
კვლევაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კანდიდატების მონიტორინგის შედეგებია ასახული. მომავალში კი სხვა პარტიების მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების კვლევის შედეგებიც გაქმოვეყნდება.

გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი და მისი ოჯახი (მეუღლე – ქეთევან მაღულარია, მამა – ბიძინა სონღულაშვილი და ძმა – იოსებ სონღულაშვილი) აქტიურად არიან ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. მათ კავშირი აქვთ 27 კომპანიასთან.

კვლევაში აღნიშნულია, რომ დავით სონღულაშვილს არასრულად აქვს მითითებული მისი მეუღლის სამეწარმეო საქმიანობა 2020 წლის დეკლარაციაში, სადაც არ არის ნახსენები შპს „კადო“ და შპს „სი ემ სი ჯგუფი“. დეკლარაციაში მას ასევე არასწორად აქვს მითითებული მისი წილის ოდენობა შპს „თიეიჩ ჯორჯიაში“ (33% ნაცვლად 49%-სა). გარდა ამისა, დეკლარაციაში მითითებულია, რომ პარლამენტის წევრმა 5 კომპანიაში მის საკუთრებაში არსებული წილი სამართავად სხვა პირს გადასცა, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის ასახული საჯარო რეესტრში. გარდა ამ 5 კომპანიისა, დავით სონღულაშვილს საკუთარი წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია შემდეგ კომპანიებში: შპს „ინტერგაზი,“ შპს „პროგრესი“ და შპს „თიეიჩ ჯორჯია,“ რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.

კვლევის თანახმადვე, შპს „კერამიკა ელ ტორენტე +“-ს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში არაპირდაპირ მიღებული აქვს 10,000,000 ლარის დაფინანსება. ინვესტიცია გულისხმობს კერამიკული ნაწარმის წარმოებას. სახელმწიფო დაფინანსება ოფიციალურად მიღებული აქვს მსგავსი სახელის მქონე კომპანიას - შპს „კერამიკა ელ ტორენტე“, რომელიც 2019 წელს შპს „კერამიკა ელ ტორენტე +“-ს შეერწყა. თუმცა, დაფინანსების უშუალოდ მიმღები კომპანიის 17%-ს შერწყმამდეც ფლობდა დავით სონღულაშვილის მამა - ბიძინა სონღულაშვილი.

შპს „სონნეთ ქონსთრაქშენს“ სახელმწიფოს უძრავი ქონების პრივატიზაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2013 წლის ბოლოს კომპანიამ ელექტრონული აუქციონის პროცედურით 410 000 ლარად სახელმწიფოსგან შეიძინა თბილისში, ალექსიძის ქუჩა N1/4-ში მდებარე 1,078 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2 შენობა-ნაგებობა. კომპანიამ აუქციონში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. პრივატიზაციის საინვესტიციო პირობა გულისხმობდა საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის სხვა ადგილას გადატანას.

დავით სონღულაშვილი, მისი ოჯახის წევრები და მათი ბიზნესპარტნიორები მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან. ჯამში 2016-2018 წლებში მათ მმართველ პარტიას 340 000 ლარი შესწირეს. საინტერესოა, რომ შპს „გამსახურდიას 5-მა,“ იოსებ სონღულაშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა ნუკრი ლიპარტაშვილმა ქართულ ოცნებას 2016 წელს თანხა ერთსადაიმავე დღეს – 4 ოქტომბერს შესწირეს. 

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი და წარსულში კახეთის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ფლობს შპს „ჯეოდილის“ 15%-იან წილს. ის კახეთში სახელმწიფო რწმუნებული 2016 წლიდან იყო, მას აღნიშნული კომპანია 2019 წელს დეკლარირებული აქვს, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012 წელს ირაკლი ქადაგიშვილმა 16 000 ლარი შესწირა „თავისუფალ დემოკრატებს“, რომელიც იმ დროს „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრი იყო.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ქათმის ფილეს ნიმუშებში,
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა,
სეროტიპი გამოვლინდა.
თელავის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ქათმის ფილეს ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი გამოვლინდა.
15:13 / 24.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციების
მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის აუცილებლობა აღარ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის აუცილებლობა აღარ არის.
14:19 / 24.04.2024
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო
საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
12:07 / 24.04.2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი,
რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი, რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
13:46 / 23.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.