სწავლა 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება
პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი დიდი ქალაქების: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი და ფოთი უმაღლეს სასწავლებლებში  და სკოლებში პირველ ოქტომბრამდე გადაიდო, სწავლა დისტანციურად, სწორედ 15 სექტემბრიდან დაიწყება.

„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა, რომელიც ყველა ვარიანტში უნდა დაწყებულიყო სწავლა. შესაბამისად, სწავლა ყველა ვარიანტში დისტანციურად დაიწყება ყველგან, ხოლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან”, – განაცხადა მან. 
| Print |
FaceBook Twitter Google