31 ოქტომბერს თელავის საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება
ცესკო-ს გადაწყვეტილებით, 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, რომელიც ასევე 31ოქტომბერს გაიმართება.

საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება თელავშიც.

ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისა და მერებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა.

ცესკომ არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისთვის დაადგინა მათ მიერ კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა. ასევე, დაამტკიცა ღონისძიებათა გრაფიკები, რომლებიც ხელმისაწვდომია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. არჩევნებში მონაწილოების მიზნით პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს უკვე შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით და გაიარონ რეგისტრაცია.


საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე. მერების რიგგარეშე არჩევნები კი - კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე.
| Print |
FaceBook Twitter Google