ველისციხეში დაინფიცირებული ქალის კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ინფორმაციით, სოფელ ველისციხეში მცხოვრები დაინფიცირებული ქალის კონტაქტს კორონავირუსი დაუდასტურდა.

უწყების ინფორმაციით, ნიმუში სამედიცინო ცენტრ “ციტოში” გუშინ გაიგზავნა, სადაც ქალის ორგანიზმში ვირუსის არსებობა ლაბორატორიულად დაუდასტურდა. სპეციალისტები ახალი დაინფიცირებული ქალის კონტაქტებს აქტიურად სწავლობენ. ამ მიზნით სოფელში ეპიდემიოლოგთა ჯგუფი უკვე მეორე დღეა მუშაობს. შეგახსენებთ, რომ სოფელ ველისციხეში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ის ჯერ covid-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გურჯაანის “ჯეო- ჰოსპიტალსში” შეიყვანეს , შემდეგ კი თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

| Print |
FaceBook Twitter Google